ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია - 43 200 დოზა  AstraZeneca დღეს საქართველოში შემოვიდა. ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართება, მას ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

როგორც რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება კომპანიების მიმართ და ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, რომლებიც ჩართულები არიან 24-საათიან რეჟიმში ვაქცინის მოწოდების პროცეში და ძალიან დიდ სამუშაოს სწევენ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.
| Print |