ჯანდაცვა
"გული შესაძლოა ნებისმიერ დროს გაუჩერდეს" - რატიანი ახალციხელ ექთანზე
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, თუმცა კლინიკურ მაჩვენებლებში დადებითი შედეგი არ არის.

„ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა ანამნეზის მიხედვით გამოწვეულია, სავარაუდოდ, ანაფლიქსაციური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, მაგრამ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში არ გაგვაჩნია, ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ გულის გაჩერებით დასრულეს“,
- განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

18 მარტს ახალგაზრდა ექთანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში, წინასწარი შეფასებით განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. ის ახალციხიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
| Print |