ჯანდაცვა
ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა
27 წლის მეგი ბაქრაძე, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა, გარდაიცვალა. საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა მენეჯერმა ლალი ტურძელაძემ "მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ პაციენტს გული მეორედ გაუჩერდა, მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. 

"12:00 საათზე დაფიქსირდა სიკვდილი. გული მეორედ გაუჩერდა, მიმდინარეობდა რეანიმაცია, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა და 12:00 საათზე შევწყვიტეთ". 

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
| Print |