ჯანდაცვა
ინტერვიუ ექიმთან, რომელმაც მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა
„ანაფილაქსია ჩვენთვის არ არის ახალი მოვლენა, გვინახია და გვიმკურნალია“, - აცხადებს ვიოლეტა ინასარიძე, რომელმაც 28 წლის მეგი ბაქრაძეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. იმუნიზაციის კაბინეტის ექიმის თქმით, როცა ექთანს ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოვლნდა და ქავილი დაეწყო, 05 გრ. ადრენალინი თავად გაუკეთა. ექიმის განცხადებით, შპრიცში გამზადებული ეპინეფრინი(ადრენალინი) პროტოკოლის მიხედვით, მაგიდაზე ედოთ. ამის გარდა, კოლეგას გაუკეთა დექსამეტაზონი, სუპრასტინი და დიმედროლი.

ვიოლეტა ინასარიძე იხსენებს, რომ 28 წლის მეგი ბაქრაძის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ქალი ისევ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. საქმეში რეანიმატოლოგი ჩაერთო და მეგი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ვიოლეტა ინასარიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის დაწყებამდე კლინიკის ექვსმა თანამშრომელმა გადამზადება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ონლაინ გაიარეს.

ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთანი მეგი ბაქრაძე 18 მარტს, 12:15 საათზე აიცრა. დაახლოებით, 30 წუთში ახალგაზრდა ქალი შეუძლოდ გახდა და ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. აციენტი მეორე დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა.

ექთნის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგარზრდა ქალს შესაბაისი მკურნალობა არ ჩაუტარდა, რასაც კლინიკაში კატეგორიულად უარყოფენ.

| Print |