ჯანდაცვა
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ პირებს შეეძლება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 65 წლის ზემოთ მყოფი პირებისთვის ვაქცინაცია დაიწყება. ინფორმაცია მან საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

მისი თქმით, პორტალზე რეგისტრაცია 25 მარტიდან იქნება შესაძლებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 მარტიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც ისინი მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში კი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. უბრალოდ, 25 მარტის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდშიც ჰქონდათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დრომდე ვებგვერდზე booking.moh.gov.ge რეგისტრაცია მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეეძლოთ.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა მოქალაქეებს შეუძლიათ ბმულზე booking.moh.gov.ge
| Print |