ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაცია ვერ გრძელდება
მეექვსე დღეა სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეჩერებულია. აცრის სურვილი ამ დრომდე არც ერთ სამედიცინო პერსონალს გამოუთქვამს. მომავალი ოთხი დღის განმავლობაში booking.moh.gov.ge-ზე მხოლოდ ერთი პირია დარეგისტრირებული. მას მითითებული აქვს, რომ აცრა ახალციხის კლინიკა "იმედში", ხუთშაბათს სურს, თუმცა თუ ათი მსურველი არ დარეგისტრირდა, ვაქცინაცია ვერ ჩატარდება.

კლინიკის დირექტორი მსურველის არარსებობას, 18 მარტს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. კლინიკა "იმედში" მედპერსონალის ვაქცინაციის დროს, ერთ-ერთი მედდა შეუძლოდ გახდა. წინასწარი ინფორმაციით მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა.

ახალქალაქში ვაქცინაციის დაწყებიდან შვიდი დღეა გასული, თუმცა აცრის სურვილი არ ამ კლინიკაში გამოუთქვამს ვინმეს. ბორჯომის კლინიკა კი ვაქცინაციის პროცესს გამოეთიშა.

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 13 მარტს მიიღეს. ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო.

| Print |