ჯანდაცვა
შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჩინური იქნება - ეკატერინე ტიკარაძე
„ჩინური ვაქცინით ვაპირებდი აცრას, რადგან აქაც კითხვები არსებობს. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩინური ვაქცინის შემოტანას. ჩვენ დავიცავით პრინციპი, რომ ვაქცინა უნდა იყოს მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარებული. ეს ვაქცინა ამ ეტაპზე აღიარებულია. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს იმის საფუძველი, რომ გამოყენებისთვის უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ჩინური ვაქცინა საქართველოში მალე ხელმისაწვდომი იქნება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს კი ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს.

საქართველოს მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენი სურვილია მოსახლეობას მივცეთ ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა. მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ აქვს ვადა და არ დგას რისკი, რომ ვაქცინას ვადა გაუვა და აღარ იქნება გამოყენებადი. „ფაიზერის“ ვაქცინა შემოდის 29 500 დოზა, რომელიც მოიცავს მხოლოდ 14 000-მდე მოქალაქეს. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნის თავისუფლებას, რაც მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში შეზღუდული აქვთ. მათ არ ეკითხებიან რომელი ვაქცინით უნდათ აცრა, რომელიც არის ადგილზე იმ ვაქცინით იცრებიან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველო Pfizer-ის ვაქცინას დღეს მიიღებს.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
| Print |