ჯანდაცვა
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები კლინიკა "იმედის" ინვენტარიზაციას ითხოვენ
დღეს, 25 მარტს, გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ახალციხის კლინიკა "იმედის" ინვენტარიზაციის შუამდგომლობით გამოძიებას მიმართავენ. ადვოკატებს აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა სამედიცინო დაწესებულებას შესაბამისი ტექნიკა და პრეპარატები, რომ ახალგაზრდა ქალისთვის დროულად აღმოეჩინა დახმარება.

ადვოკატები საქმის არაეფექტურად მიმდინარეობაზეც საუბრობენ და სისხლის სამართლის საქმეში არაერთ გარემოებას საეჭვოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგაც მათ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

შეგახსენებთ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
| Print |