ჯანდაცვა
ვაქცინაციის სურვილი 8 490 პირმა გამოთქვა - ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული.

როგორც უწყებაში ამბობენ, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 281 პირია აცრილი, ერთ დღეში კი 129 ადამიანი აიცრა.

სპეციალურ ვებ-გვერდზე booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირების საშუალება სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ. ამასთან 25 მარტს, 18:00 სააათიდან ვაქცინების გრაფაში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის გაჩნდა.

AstraZeneca-თი ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს, Pfizer-ით აცრის შესაძლებლობა კი დარეგისტრირებულ მოქალაქეებს 30 მარტიდან შეეძლებათ.
| Print |