ჯანდაცვა
გამოძიებას ვენდობით - კლინიკა ,,იმედის" დირექტორი
28 წლის მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში 29 მარტს იმსჯელებენ. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

,,ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება საგანგებო სხდომა, სადაც იქნება წარმოდგენილი როგორც რეგულირების სააგენტო მოპასუხე, ასევე ექსპერტიზა იქნება თავისი დასკვენებით. ჩვენ განვიხილავთ დეტალურად ფაქტს, რომელიც განვითარდა ახალციხეში" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კლინიკა ,,იმედში" გამოძიებას ენდობიან და იმედოვნებენ, რომ მათი უდანაშაულობა დამტკიცდება. კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე "მეცხრე არხთან" განმარტავს, რომ ყველა თანამშრომელი გამოიკითხა და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. 

მეგი ბაქრაძე 18 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, რამდენიმე წუთში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. 28 წლის ექთანი თბილისში გადმოიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქმეზე გამოძიებაა დაწყებული.

| Print |