ჯანდაცვა
ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისშია - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დასაწყისშია. ტიკარაძე არ გამორიცხავს ეპიდემიოლოგების მხრიდან მესამე ტალღის ოფიციალურად გამოცხადებას.

,,ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ფაზაში,რომელსაც შეიძლება დავარქვათ მესამე ტალღის დასაწყისი. შეიძლება ეპიდემიოლოგებმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადონ მესამე ტალღის დასაწყისი. სწორედ აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ნუ უგულვებელყოფენ იმ მოცემულ ინსტრუმენტებს, რომელიც ჩვენ დღესდღეობით გაგვაჩნია" - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ღონისძიებები გატარდეს, რათა მოქალაქებმა იცოდნენ, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვანია. 
| Print |