ჯანდაცვა
COVID-19 - მითები VS ფაქტები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, სამუშაო ანტივაქსერული განწყობების დასაძლევად გასაწევია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, მოსახლეობის 50-60 პროცენტი უნდა აიცრას კორონავირუსზე.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის 60%-ის აცრა ქვეყანას 170 მილიონი ლარი დაუჯდება და შესაბამისი თანხები ბიუჯეტიდან გამოყოფილია. აცრას დაექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც სრულწლოვანია - 18 წლამდე პირების შემთხვევაში კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ახალციხელი ექიმი ნინო მელიქიძე რისკ-ჯგუფს წარმოადგენს - გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენტირებების გამო, ასტრაზენეკათი ერთ-ერთი პირველი აიცრა.

,,ჩავთვალე რომ ჩემი ვაქცინაციით ვიცავ პირველ რიგში საკუთარ თავს,ოჯახს და ჩემს პაციენტებს. ადამიანი შექმნილია ნების თავისუფლებით,ამიტომ ყველას აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება, განსაკუთრებით როცა საქმე ჯანმრთელობასთან და მკურნალობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება" - განმარტავს ნინო მელიქიძე.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |