ჯანდაცვა
ჩვენი პირველი მტერი არის სუფრები - პაატა იმნაძე
“ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, დიდი "კლასტერები" და ეპიდაფეთქებები ძირითადად სუფრებს უკავშირდება.

"თუ არ გვინდა შეზღუდვები, უნდა დავიცვათ ელემენტარული რეგულაციები. ყველა ეპიდაფეთქება, ყველა "კლასტერი", რაც დღეს გვაქვს, გარდა ოჯახურისა, არის ქეიფების შემდეგ, სამწუხაროდ, როგორც ჭირისუფრების, ასევე ქორწილების შემდეგ. გასაგებია, პირბადით ვერ იჯდები სუფრასთან. ჩვენი პირველი მტერი ახლა არის სუფრები",
- აცხადებს იმნაძე.
| Print |
თეგები: პაატა იმნაძე /