ჯანდაცვა
პირველი ვაქცინირებული ახალქალაქში - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე "ფაიზერით" აიცრა

 

ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პირველია, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა jnews.ge წერს. 

გაიოზ ლომსაძემ დღეს, 17 აპრილს, Pfizer-ის პირველი დოზა გაიკეთა. იმის გამო, რომ "ფაიზერი" ახალქალაქში არ არის შეტანილი, 69 წლის მამაკაცს ქუთაისში მოუწია ჩასვლა. 

”შეავსეს კითხვარი ჩემი დაავადებების და ჯანმრთელობის შესახებ. ვაქცინაციის შემდეგ 45 წუთი გავატარე ამ კაბინეტში. შემდეგ ნება მომცეს სახლში დავბრუნებულიყავი”, - ამბობს გაიოზ ლომსაძე. 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, კლინიკაში განუმარტეს, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირებისგან 95%-ით არის დაცული.  თუ კორონავირუსი მაინც შეხვდა, მის გადატანას იოლ ფორმებში შეძლებს.

გაიოზ ლომსაძეს კორონავირუსი გასული წლის ბოლოს შეხვდა. გართულებების გამო, მას კოვიდ კლინიკაში მოუწია მკურნალობა.

 

| Print |