ჯანდაცვა
რა ინფორმაცია იქნება ქართულ კოვიდპასპორტებში - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ცენტრმა კოვიდპასპორტის კონცეფცია უკვე შეიმუშავა. როგორც გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა, კონცეფცია მომდევნო კვირას ჯანდაცვის სამინისტროს წარედგინება. 

,,გუშინწინ გვქონდა ამ პასპორტის პირველი გატესტვა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მომავალ კვირას მას სამინისტროს წარვუდგენთ და შემდგომ უკვე საკოორდინაციო საბჭოზე წარვადგენთ მისი მოქმედების პრინციპს და თუ როგორ მუშაობს ეს კოვიდპასპორტი.

რამდენიმე ინფორმაცია იქნება დატანილი, პირველ რიგში აცრის სტატუსი, თუ ადამიანს ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ასევე შესაძლოა, მესამეც დაემატოს - გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი. QR-კოდის მეშვეობით შეიძლება ამ ინფორმაციის იდენტიფიცირება. შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების სადღაც 90 % უკვე დასრულებულია"
- განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან გააკეთა.
| Print |