ჯანდაცვა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 68 339 პირმა გაიარა
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, 68 339 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ, სამის არჩევა შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 64 607-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 29 967 ადამიანმა გამოთქვა. 13 499 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8 530-მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას - მისი გაკეთების სურვილი 5 720-მა ადამიანმა გამოთქვა, 5 032 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 940-ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
| Print |