ჯანდაცვა
ახალქალაქში ვაქცინა არის, მსურველი - არა

 

ახალქალაქის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, „სინოფარმის“ 378 დოზა შეიტანეს, თუმცა ვაქცინის გაკეთების მსურველი არც ამჯერად გამოჩნდა. 55 წელზე ზემოთ მოსახლეობამ და სამედიცინო პერსონალმა უარი თქვა „ასტრაზენეკაზეც“, რომელიც კლინიკამ უკან დააბრუნა.

„ვაქცინა შემოიტანეს, მაგრამ ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა, რადგან მსურველი არავინ არის. როდის დაიწყება უცნობია. თუ მსურველი ბევრი იყო, ყოველ დღე ჩატარდება, თუ არა მაშინ კვირაში რამდენიმე დღე”, - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი ალექსანდრე თოროიანი.

17 მარტიდან, როცა ახალქალაქში ვაქცინა შეიტანეს, დღემდე არავინ აცრილა.

შეგახსენებთ,რომ ახალქალაქში შეტანილი „AstraZeneca“-ს 300 დოზიდან, კლინიკის ადმინისტრაციამ 290 უკან, თბილისში დააბრუნა. ვაქცინას ვადა გასდიოდა, აცრის მსურველი კი არ ჩანდა.

 

| Print |