ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში „სინოფარმზე“ მოთხოვნა გაიზარდა
ჩინური „სინოფარმით“ აცრა სამცხე-ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტშია შესაძლებელი. ვაქცინა, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება ჯერ არ მოუპოვებია, უფრო მოთხოვნადია, ვიდრე „ასტრაზენეკა“.

booking.moh.gov.ge-ს მიხედვით, ექვს მაისს ახალციხეში „სინოფარმზე“ ყველა ადგილი შევსებულია. რეფერალურ ჰოსპიტალში 24 მაისის ჩათვლით, 69 ჯავშანია გაკეთებული. ბორჯომში 259, ადიგენში - 1, ასპინძაში - 2, ახალქალაქში არც ერთი.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ - ვაქცინა შეტანილია ახალქალაქსა და ახალციხეში. 11 მაისის ჩათვლით, ამ ვაქცინაზე ახალქალაქში არც ერთი ჯავშანია, ახალციხეში კი მხოლოდ 6.

| Print |