ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი "სინოფარმით" აიცრა
სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა. გუბერნატორმა ჩინური "სინოფარმის" პირველი დოზა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაიკეთა. მასთან ერთად აიცრა ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე. მათი თქმით, საჯაროდ აცრა საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციას ემსახურება.

სამცხე-ჯავახეთში "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყო. აცრა შესაძლებელია რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე მოსახლეობა აქტიურობს ახალციხესა და ბორჯომში.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ვაქცინაციისთვის კვირაში ოთხი დღეა გამოყოფილი. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, დღეში საშუალოდ, 20-30 მოქალაქე იცრება.

| Print |