ჯანდაცვა
ჯავახეთი პასიურობს - გუბერნატორი ვაქცინაციის პროცესზე
სამცხე-ჯავახეთში "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყო. ერთ-ერთი პირველი მხარის გუბერნატორი აიცრა. ბესიკ ამირანაშვილი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროცესში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობაც ჩაერთვება. ადიგენში, ასპინძასა და ახალქალაქში ვაქცინის გაკეთების სურვილი რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა. 22 მაისამდე ყველა ადგილი დაჯავშნილია ახალციხესა და ბორჯომში.

„ჯავახეთი პასიურობს, მათ სხვა ვაქცინებზე აქვთ სურვილი, „ფაიზერზე“ გამოხატავენ ინტერესს, მომავალში „ფაიზერიც“ შემოვა და მიეცემათ საშუალება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, როცა „სინოფარმით“ აქტიურად აიცრება ჩვენი მოსახლეობა, ჯავახეთშიც და სამცხეშიც მოსახეობის ინტერესი გაორმაგდება“, - ამბობს ბესიკ ამირანაშვილი.

ჟურნალისტების კითხვას - ხომ არ გეგმავს ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას ჯავახეთში, ბესიკ ამირანაშვილმა უპასუხა, რომ მისი საჯაროდ აცრა კამპანიის ნაწილია.

“მეტი საინფორმაციო კამპანია რა ვიცი,,, საინფორმაციო კამპანიის ნაწილიც არის ის, რომ „სინოფარმით“პირველი გუბერნატორი აიცრა“.

„სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია სამცხე-ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში - ასპინძაში, ადიგენში, ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში.

| Print |