ახალქალაქში გვითხრეს, რომ რუსული „სპუტნიკის“ მიმართ აქვთ ინტერესი - NCDC
11:48 / 10.05.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი TV9NEWS.GE-სთან ინტრვიუში ამბობს, რომ ნინოწმინდასა და ახალქალაქში ვაქცინაციის მიმართ ინტერესი დაბალია. ლიკა ჯაბიძისთვის გაუგებარია, რატომ იკავებენ ვაქცინაციისგან თავს და რატომ უცხადებენ ნდობას რუსულ „სპუტნიკს“. „როცა მე ვიყავი ახალქალაქში, ჩვენთან დააფიქსირეს, რომ რატომღაც რუსული „სპუტნიკის“ მიმართ აქვთ ინტერესი. ჯერ არ განიხილება რუსული ვაქცინის შემოტანის საკითხი. ეს სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, მას არ აქვს ჯანმოს ავტორიზაცია, ჩვენ კი ძირითადად, ავტორიზებულ ვაქცინებს ვიყენებთ. ცოტა გაუგებარია, რატომ იკავებენ ვაქცინაციისგან თავს, მაგრამ ამ ეტაპზე ინტერესი არ არის“.
ლიკა ჯაბიძე გამორიცხავს, რომ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების ინფორმაციის ნაკლებობა იყოს. იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსის თქმით, ვაქცინაციის პოპულარიზაციაში დიდი როლი ექიმებს აკისრიათ.
„ალბათ, ისეთივე წარმატებით უყურებენ სომხურ არხებს, როგორსაც რუსულს. სომხეთში რუსულ ვაქცინასთან ერთად წარმატებით გამოიყენება „სტრაზენეკაც“, ამიტომ ცოტა უცნაურია მათი დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. იმედს ვიტოვებთ, რომ შეიცვლება, სხვა გამოსავალი არ არის“.
ლიკა ჯაბიძის თქმით, ვაქცინაციამ წელსვე ეფექტი რომ გამოიღოს, 1 მლნ. 700 000 ადამიანი უნდა აიცრას. 10 მაისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 62 447 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 10 852 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.