ჯანდაცვა
ინდოეთი მოიქცა ისე, როგორც ახალქალაქი იქცევა - პედიატრი
მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ახალქალაქში მოსახლეობის ქცევა ძალიან ჰგავს ინდოეთის მოქალაქეების ქცევას.

„ინდოეთი მოიქცა ისე, როგორც იქცევა დღეს ახალქალაქი. ნაწილმა გადაიტანა, არ აიცრნენ და რა შედეგიც მიიღო, ყველა კარგად ვხედავთ. სხვა გზა არ არის, ან უნდა აიცრათ, ან COVID-19 გადაიტანოთ. სხვაგვარად შეუძლებელია. საშიში დაავადებაა და ეს უნდა გავაანალიზოთ ყველამ".

განცხადება ივანე ჩხაიძემ ახალქალაქში, მედიასთან და სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირებთან შეხვედრისას გააკეთა. პედიატრი რეგიონში კოლეგებთან და UNICEF Georgia-ს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება. ორი დღის განმავლობაში ისინი საინფორმაციო სახის შეხვედრებს გამართავენ სასულიერო პირებთან, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

| Print |