ჯანდაცვა
მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინების 1.4 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 176 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.4 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 9.2%-ის სრულად ვაქცინირებისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

პლატფორმის თანახმად, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 22.7 მილიონ ადამიანს უტარდება. გამოყენებული ვაქცინების რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც ვაქცინების 336 მილიონზე მეტი დოზაა გახარჯული. 268 მილიონი დოზაა გამოყენებული აშშ-ში, 191 მილიონი - ევროკავშირში, 180 მილიონი - ინდოეთში. ყველაზე მეტი მოქალაქე, პროცენტულად, ისრაელშია აცრილი, სადაც ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 56 %-ს აქვს გაკეთებული.
| Print |