ჯანდაცვა
ვაქცინები პოლიტიკურ იარაღად გადაიქცნენ - გამყრელიძე
„სპუტნიკის“ პროპაგანდა მუშაობს, ვისაც ხელი მიუწვდება რუსულენოვან ინფორმაციაზე, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ჟურნალისტის კითხვას, რა განაპირობებს სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებელთა სურვილს, გაიკეთონ რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“.

ახალციხეში გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის პროპაგანდა განსაკუთრებით, არაქართულენოვან მოსახლეობაში მიმდინარეობს, რომლებიც რუსულ მედიას ადევნებენ თვალს.

გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენჯერმე გადადო „სპუტნიკის“ ავტორიზაციის პროცესი. მისი განხილვა ივნისშია დაგეგმილი. ასევე, არ არსებობს საფუძვლიანი კვლევები ამ ვაქცინასთან მიმართებაში, შესაბამისად მისი შემოტანა საქართველოში არ განიხილება.


| Print |