ჯანდაცვა
ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან, ხოლო აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

„ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. „სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაქცინაციის რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე.
| Print |