ჯანდაცვა
კოვიდგადატანილთა ნახევარზე მეტს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი - ასეთმა პაციენტებმა ექიმს აუცილებლად უნდა მიმართონ - ცერცვაძე
ჩვენი ცენტრი პოსტკოვიდურ სინდრომზე 500-კაციან კვლევას ატარებს. 2 თვეში ზუსტად გვეცოდინება ეს სინდრომი კოვიდ გადატანილი მოსახლეობის რა პროცენტს უვითარდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები პოსტკოვიდური სინდრომის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ, 2 თვეში ზუსტად გახდება ცნობილი.

„დაახლოებით ნახევარზე მეტს უვითარდებათ პოსტკოვიდური სინდრომი. ესაა სისუსტე, კუნთების ტკივილი, დაღლილობა. როგორ უნდა მოიქცნენ ახლა ეს პაციენტები? მანამდე სანამ კვლევის შედეგებს დავდებთ, ასეთმა პაციენტებმა, რომლებიც კოვიდის გადატანის შემდეგ რაღაცას უჩივიან, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართონ. უნდა მიმართონ, ან კოვიდ კლინიკებს, ან ოჯახის ექიმს. წამლები თავისი ნებით არ უნდა დალიონ, მაინც ოჯახის ექიმის რჩევით, ან ნევროპათოლოგის რჩევით უნდა მიიღონ. არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობა არ შეიძლება“, - განაცხადა ცერცვაძემ.
| Print |