ჯანდაცვა
საქართველოში ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაცია დღეიდან იწყება
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო, ჩინური „სინოვაკით“ ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სინოვაკის“ ვაქცინა „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

„ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა. „სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაქცინაცია შესაძლებელია სპეციალურ პორტალზე.
| Print |