ჯანდაცვა
რომ გავსინჯე მივხვდი, სიცოცხლე რამდენიმე საათში დასრულდებოდა - რატიანი მეგი ბაქრაძეზე
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გადაცემაში „ნოესთან” ვრცელ ინტერვიუში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილ მედდაზე, მეგი ბაქრაძეზე ისაუბრა.

„რომ გავსინჯე, მივხვდი, რომ იქ სიცოცხლე რამდენიმე საათში დასრულდებოდა. ავუხსენი კიდევაც მეუღლეს. ეს ძალიან ძნელი აღსაქმელია. ჯერ პირველ რიგში, ის, რომ უნდა უთხრა პატრონს აუცილებლად და მეორე, რომ უძლური ხარ. ეს ძალიან იშვიათად ხდება ექიმის ცხოვრებაში. როდესაც პაციენტს სინჯავ და იქვე ხვდები, აქ არაფერი გამოვა. ეს იყო მისი კლინიკური მდგომარეობა. საავადმყოფოში შემოსვლიდან 15 წუთში გავსინჯე პაციენტი და იქვე ჩავწერე ჩანაწერში, რომ სიცოცხლე რამდენიმე საათში სიკვდილით დასრულდებოდა. ეს იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა“, - აღნიშნა რატიანმა.

ლევან რატიანისთვის უცნობია, ვისი ბრალი იყო მისი გარდაცვალება, მას მიაჩნია, რომ ეს იყო "ბედისწერა".

მისივე განცხადებით, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ პაციენტი თუ მათ კლინიკაში მოხვდებოდა, იგი აუცილებლად გადარჩებოდა, როდესაც აღნიშნულ ფაქტზე საგანგებო სამსახურმა დაურეკა და უთხრეს, რომ მას პაციენტი უნდა მიეღო, უარი განუცხადა.

"არ მინდოდა, ამ ტკივილის მიღება, რასაც ახალგაზრდა მედპერსონალის შენს კლინიკაში გარდაცვალება წარმოადგენს“, - დასძინა რატიანმა.
| Print |