ჯანდაცვა
ვაქცინაციაში ახალციხის კლინიკა "იმედი" ჩაერთო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ახალციხეში ორ კლინიკაშია შესაძლებელი. ვაქცინაციის პროცესში "იმედი" ჩაერთო. კლინიკური მენეჯერის მზია კაკოშვილის თქმით, მათთან შესაძლებელია როგორც "სინოვაკის", ისე "სინოფარმისა" და "ასტრაზენეკას" გაკეთება. 

"სამივე ვაქცინით მიმდინარეობს ვაქცინაცია. აქტიურობა არის, არიან როგორც ადგილობრივები, ისე სხვა რეგიონებიდნ ჩამოსულები".


სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, ახალციხის კლინიკა "იმედიდან" დაიწყო. დაწესებულებაში ვაქცინაციის პროცესი ოფიციალურად, რვა აპრილს შეწყდა, თუმცა 18 მარტის შემდეგ, როცა ვაქცინაციის შემდეგ მედდა მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა, კლინიკაში ისედაც არავინ აცრილა.
| Print |