ჯანდაცვა
“კომენდანტის საათი სავარაუდოდ მოიხსნება“ - თენგიზ ცერცვაძე

 

გადაადგილებაზე შეზღუდვაც სავარაუდოდ მოიხსნება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცერცვაძე ფიქრობს, რომ ეპიდვითარების კუთხით, ყველა გზა აქეთ მიდის.

„ჩემი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას. პრაქტიკულად, რა შეზღუდვები დარჩა? მხოლოდ გადაადგილებაზე შეზღუდვა და ისიც მინიმალური ვადით. სავარაუდოდ გადაადგილებაზე შეზღუდვაც მოიხსნება. თუმცა, მსოფლიოში ყველგან ასე არ არის. ჩვენგან განსხვავებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში ლოკდაუნების შემსუბუქება ახლა დაიწყეს", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, მსოფლიო ვარაუდობს, რომ მეოთხე ტალღა აგვისტოს ბოლოდან, სექტემბრის დასაწყისში იქნება, მაგრამ იმაზე მსუბუქი, ვიდრე მეორე და მესამე ტალღა. 

"თუ პირბადეების მასიური გამოყენება იქნება, დიდი ალბათობით მეოთხე ტალღა არ იქნება შესამჩნევი და წლის ბოლოს საქართველოში პანდემია იქნება დაძლეული, დარჩება ერთეული შემთხვევები, რომელსაც კლინიკური სექტორი იოლად გაუმკლავდება".
| Print |