ჯანდაცვა
მასობრივი ვაქცინაცია იწყება, მილიონი დოზა ვაქცინა საქართველოშია
პრემიერ-მინისტის ინფორმაციით, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება. ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე გააკეთა. 

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან პოზიტიური ინფორმაცია. დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს - „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“,
- განაცხადა ღარიბაშვილმა.
| Print |