ჯანდაცვა
ვაქცინაციის ტემპი არ გვაკმაყოფილებს - ამირან გამყრელიძე
ვაქცინაციის პროცესი უკვე დაიძრა. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე 33 000 ჯავშანია გაკეთებული.

"დღეს დაჯავშნილია დაახლოებით 6 000-მდე დოზა. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს. „სინოფარმზე“, რომელიც გუშინწინ დაიწყო, გაკეთებულია 33 000 ჯავშანი, ორშაბათს და სამშაბათს აიცრა 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი. ეპიდვითარება, სამწუხაროდ, უარესობისკენ დაიძრა. დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ, ამის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |