ჯანდაცვა
"pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია
საქართველოში საყოველთაო ვაქცინაცია იწყება. ამერიკულ-გერმანული წარმოების "pfizer"-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაცია პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.

"pfizer"-თან ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.

"pfizer"-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, რომელიც 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა" და "ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით "სინოფარმით" და "სინოვაკით" იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ.

"pfizer"-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. ის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.
| Print |