ჯანდაცვა
მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან, პორტალი შეფერხებით მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა დაეწყოთ, შეფერხებით მუშაობს. შესაბამისად, აცრის მსურველები დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

საქართველოში „ფაიზერის“ 28 000 დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

იმუნიზაცია პირველ ეტაპზე, 7 სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“.
| Print |