ჯანდაცვა
საპატიო ახალციხელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საჯაროდ აიცრნენ
საპატიო ახალციხელები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საჯაროდ, ოჯახის წევრებთან ერთად აიცრნენ. რეფერალურ ჰოსპიტალში ყველა მათგანმა „სიოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა.

საჯარო მოხელეებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი პირების საჯაროდ აცრის მიზანი, ვაქცინაციის პოპულარიზაციაა. სამცხე-ჯავახეთში აცრის მსურველთა სიმცირეა.

ახალციხეში კოვიდის საწინააღმდეგო აცრები „რეფერალურ ჰოსპიტალსა“ და კლინიკა „იმედში“ მიმდინარეობს.

| Print |