ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე - ამირან გამყრელიძე
საქართველო კოვიდინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლის გამო უკვე "წითელ ზონაშია". ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა.
,,ეპიდისტუაცია რომ გაუარესებულია, ამას ყოველდღიური ინფორმაცია გაქვთ. დღეს იყო ამ საკითხებზე მსჯელობა. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი - ეს ყველაფერი არის გაუარესებული. ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, 17 მაისს და ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც იყო ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში.
ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. ამ დრომდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული", - თქვა გამყრელიძემ.