ჯანდაცვა
ვირუსგადატანილ პირებს ვაქცინაცია120-ის ნაცვლად 30 დღეში შეეძლებათ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ პირებს ვაქცინის გაკეთებამდე 120-დღიანი ლოდინი აღარ მოუწევთ და აცრა 30 დღეში შეეძლებათ.

ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ინფიცირებიდან დაშვებულია 120 დღე აცრისთვის. ახლა ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე და ყველას შეეძლება სწრაფად აცრა. მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი და მალე იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |