ჯანდაცვა
საქართველოში ყველაზე ცოტა ვაქცინირებული სამცხე-ჯავახეთშია - სტატისტიკა რეგიონებში
NCDC-ის მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს გაცილებით უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე - დედაქალაქში. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ორჯერდად აცრილია 126 739 ადამიანი, მათგან 81 009 ანუ 64% თბილისში აიცრა. 

სამცხე ჯავახეთში ორჯერადად მხოლოდ 973 ადამიანია აცრილი. ეს ყველაზე დაბალი მონაცემია საქართველოს მასშტაბით. 

რეგიონების მიხედვით, ვაქცინირებულთა რაოდენობა ასეთია:

სამცხე-ჯავახეთი - 973 ადამიანი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1 179 ადამიანი;
გურია - 1 720 ადამიანი;
მცხეთა-მთიანეთი 2 452 ადამიანი;
კახეთი - 2 871 ადამიანი;
ქვემო ქართლი - 3 334 ადამიანი;
შიდა ქართლი - 3 830 ადამიანი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 5 102 ადამიანი;
იმერეთი - 10 662 ადამიანი;
აჭარა - 13 617 ადამიანი;
თბილისი - 81 009 ადამიანი.
| Print |