ჯანდაცვა
„ფაიზერის“ ვაქცინაზე უკვე 134 400 ადამიანი დარეგისტრირდა
18:00 საათის მონაცემებით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18:00 საათის მონაცემებით, 18 000-ზე მეტი ადგილია თავისუფალი.

შეგახსენებთ, „ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე -booking.moh.gov.ge , ასევე ცხელ ხაზზე - 15 22.
| Print |