ჯანდაცვა
თქვენს რეგიონში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა - ეკატერინე ტიკარაძე
ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნის დასრულების შემდეგ აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოს ეწვია. ევექსის კლინიკაში ოფიციალური ვიზიტით ელჩთან ერთად იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგიონში ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული, რაც ამცრელი ბრიგადების დამატების აუცილებლობას ქმნის.

მინისტრის განცხადებით, შექმნილი მძიმე ეპიდვითარების გამო მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დაიცვას რეგულაციები. მისივე განმარტებით სამცხე–ჯავახეთში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს საწოლფონდების მობილიზაცია.

აშშ–ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა და აღნიშნა, რომ აშშ–ს მიერ საქართველოსთვის 500 ათასი „ფაიზერის“ ვაქცინის დონაციით გადმოცემა, სწორეედ ამ პარტნიორობის შედეგია.
| Print |