ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის უცნაურად დაბალი მაჩვენებელია - ხათუნა ზახაშვილი

 

საქართველოს მასშტაბით, ყველაზე ცოტა ვაქცინირებული სამცხე-ჯავახეთშია - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ახალციხეში, პედაგოგებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობა ძალიან ცოტაა. თუ ეს სურათი არ შეიცვლება და სამცხე-ჯავახეთში მასობრივი იმუნიზაცია არ დაიწყება, პანდემია სულ უფრო რთულ სახეს მიიღებს და ეპიდვითარება უმართავი გახდება.

"სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის უცნაურად დაბალი მაჩვენებელია. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, თქვენი მხარდაჭერით და იმის აღქმით, რომ დღეს საჭიროა ეს, უბრალოდ საჭიროა და სხვა გზა არ გავქვს. ალბათ შვძლებთ, რომ სამცხე-ჯავახეთი გახდეს უკეთესი მოცვის რეგიონი და შემდგომ სეზონს, შემოდგომას და ზამთარს, რაც უფრო მაღალი რისკების შემცველია ასეთი ტიპის გავრცელების დაავადებისთვის, შვხვდეთ უფრო მზადყოფნაში".

იმის გამო, რომ რეგიონში ვაქცინის მსურველთა რაოდენობა მცირეა, გაეროს ბავშვთა ფონდმა საინფორმაციო სახის შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში უკვე მეორედ გამართა. ჯანდაცვის ექსპერტები შეხვდნენ სასულიერო პირებს, სამედიცინო პერსონალს, პედაგოგებსა და მედიის წარმომადგენლებს და იმუნიზაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე უპასუხეს.

| Print |