ჯანდაცვა
ახალციხეში 42 პედაგოგი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

 

ახალციხის სკოლების 42 პედაგოგი რეფერალურ ჰოსპიტალში სინოფარმითა და ფაიზერით აიცრა. მას მეთვალყურეობას ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ყიფიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი უწევდნენ.

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, თუ პედაგოგების დიდი ნაწილი არ აიცრება და ეპიდსიტუაცია არ დასტაბილურდება, დიდი შანსია, რომ სასწავლო წელი დისტანცირად დაიწყოს. ამიტომ ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, მასწავლებელთა იმუნიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

 


| Print |