ჯანდაცვა
ვაქცინაციაში 12-დან 16 წლამდე ბავშვები სავარაუდოდ, შემოდგომიდან ჩაერთვებიან - იაშვილის კლინიკის დირექტორი
იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი ივანე ჩხაიძე არ გამორიცხავს, რომ სექტემბერ-ოქტომბრიდან ვაქცინის ასაკმა დაიწიოს და ბავშვების იმუნიზაცია დაიწყოს. პედიატრი ამბობს, რომ საქართველოში სპეციალისტები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან შესაბამის რეკომენდაციას ელიან, რის შემდეგაც ბავშვთა იმუნიზაცია დაიწყება.

„მანამდე ჩვენი შვილების დაცვის ერთადერთი რესურსი, ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაციაა. ყველა ის ბავშვი, რომელიც ინფიცირებულია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაინფიცირდა ოჯახის წევრებისგან. ვირუსი გადაედო დედის, მამის, ბებიის ან ბაბუისგან. ამიტომ თუ გვინდა ჩვენი შვილები დავიცვათ, სანამ ბავშვების ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, პირველი ნაბიჯი უფროსებმა უნდა გადადგან“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ ახალციხეში.

ამ ეტაპზე, საქართველოში 16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია „ფაიზერით“ არის შესაძლებელი.

| Print |