ჯანდაცვა
ყველა ორსული უნდა აიცრას - გამყრელიძე
"ყველა ორსული უნდა აიცრას" - ამის შესახებ NCDC-ის უფროსმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანას აქვს Pfizer-ის ვაქცინის საკმარისი დოზები, რათა ყველა ორსული აიცრას. ამასთანავე, ამირან გამყრელიძე ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, ვინც ორსულობას გეგმავს.

"უკვე გვაქვს სამწუხაროდ 4 შემთხვევა ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების. ვთხოვ ჩემს კოლეგებს და მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, რომ როდესაც მიდიან კონსულტაციაზე და იცით რომ სახელმწიფო პროგრამით 8 ვიზიტი არის განსაზღვრული ორსული ქალბატონის ექიმთან და აუცილებლად მისცენ შესაბამისი რეკომენდაცია. იცით რომ წელიწადში 60 ათასამდე ქალბატონი ფეხმძიმდება, საკმარისი დოზებია Pfizer-ის, იმისთვის, რათა ეს ყველა ქალბატონს ეყოს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |