ჯანდაცვა
საქართველოს მასშტაბით გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები - ჯანდაცვის მინისტრი
ჩვენ არა მხოლოდ ბათუმში, მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს საწოლფონდთან დაკავშირებით კრიტიკულად სერიოზული პრობლემები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აჭარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.

"ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრები გვქონდა და მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეკეთებინა იმ დამატებითი რესურსის მობილიზება, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ სხვა ტიპის სომატური პაციენტების უსაფრთხო მკურნალობა გვემართა. ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ, შენარჩუნდება, თუმცა ჩვენი აქტიური ჩართულობითა და მუდმივი მონიტორინგით, რა თქმა უნდა, მუდმივად შევეცდებით, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ, რაც შეეხება სხვა ქალაქებში გადაყვანას, - ეს პრობლემა დღის წესრიგიდან ალბათ არ მოიხსნება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვითარება არამარტო ბათუმში სხვა რეგიონებშიც საკმაოდ მძიმედ დგას, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე იყოს გაძლიერებული ყველა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც თითოეულ პაციენტს ესაჭიროება და მივცეთ ადამიანებს, ადგილზე ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა ტიკარაძემ.
| Print |