ჯანდაცვა
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ახალი დირექტორი სოფო მორგოშიაა
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს ახალი დირექტორი ჰყავს. სოფო მორგოშია საქმიანობას დღეიდან შეუდგა.

პირველ ეტაპზე, ის თანამშრომლებს შეხვდება და მათგან მოისმენს, რა საჭიროებები აქვს სამედიცინო დაწესებულებას.

სოფო მორგოშია ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში მუშაობდა. ის არის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი.

ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა რევაზ კუჭუხიძემ თანამდებობა თითქმის, ორწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ის საქმიანობას "ევექსში" აგრძელებს.

| Print |