ჯანდაცვა
"აცრილთა ნახევარი ადგილობრივია" - ახალქალაქის კლინიკის დირექტორი
ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მსურველთა რაოდენობამ იმატა - ამბობენ ადგილობრივი ექიმები. სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით, თუ აქამდე, ნინოწმინდასა და ახალქალაქში ვაქცინირებულთა 90% სხვა ქალაქებიდან ჩასული ხალხი იყო, ახლა აცრილთა ნახევარს უკვე ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს.

ახალქალაქის რეფერალური ჰოსპიტალს დირექტორი ალექსანდრე თოროიანი აცხადებს, რომ თავდაპირველად საინფორმაციო კამპანია სუსტი იყო და აცრის მსურველთა მცირე რაოდენობას ეს განაპირობებდა. ახლა კი, იმუნიზაციის კაბინეტებში ადგილობრივების რაოდენობამ იმატა. თოროიანის ინფორმაციით, ახალქალაქში დღეში დაახლოებით, 50-მდე პირი იცრება, მათი ნახევარი ადგილობრივია.

მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც ჩინური „სინოფარმისა და „სინოვაკის“ ასევე ევროპული და ამერიკული ვაქცინების - „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ გაკეთებაც.

„ფაიზერი“ასპინძის გარდა, სამცხე-ჯავახეთის ხუთ მუნიციპალიტეტშია შეტანილი.

| Print |