ჯანდაცვა
ქვეყანაში მოზრდილი მოსახლეობის 9.7% სრულად აცრილია - მონაცემები რეგიონების მიხედვით
21 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჯამურად 938 705 Covid19-ის საწინააღმდეგო აცრაა ჩატარებული, ხოლო უშუალოდ 20 აგვისტოს 28 555 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინის ორი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 9.7%-ია აცრილი, რაც იმას ნიშნავს სრულად 276 917 პირია ვაქცინირებული, ხოლო სულ მცირე 1 დოზით მოზრდილი მოსახლეობის 23.2%, ანუ 661 788 ადამიანია აცრილი.

ბოლო 24 საათში რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი აცრა კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში გაკეთდა. ვაქცინირებულთა რაოდენობა თითოეულ რეგიონში ასეთია:
  • თბილისი - 12 026;
  • აჭარა - 3 878;
  • იმერეთი - 3 596;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 2 275;
  • კახეთი - 1 620;
  • შიდა ქართლი - 1 601;
  • ქვემო ქართლი - 1 185;
  • გურია - 815;
  • სამცხე-ჯავახეთი - 771;
  • მცხეთა-მთიანეთი - 613;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 175.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი.
| Print |