ჯანდაცვა
გვაქვს საშუალო რგოლის სიმცირე, ვაკანსია გამოცხადდა, მაგრამ მსურველი არ ჩანს - კლინიკა იმედი
ახალციხეში, კლინიკა იმედში, 58 კოვიდპაციენტი მკურნალობს. მათი უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მძიმეა. დიდი ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ამ დროისთვის კლინიკაში ყველა საწოლი დაკავებულია, თუმცა გიორგი ბარძიმაძის თქმით, ბოლო ერთი კვირაა შედარებით დასტაბილურდა ვითარება.

,,თავისუფალი ადგილები არ გვაქვს, თუმცა მიმართვიანობაც აღარ არის ისეთი მაღალი, როგორც წინა კვირების განმავლობაში. გვქონდა სამწუხარო შემთხვევა, როცა 25 აგვისტოს ქმარი გარდაიცვალა, რომელსაც თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, ხოლო 28-ში ცოლი, რომელსაც სხვა დაავადებები არ აღენიშნებოდა. კოვიდვაქცინით აცრილები არ იყვნენ".

ლინიკაში შტამის დადგენა არ ხდება, თუმცა სიმპტომების გათვალისწინებით, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მათთან დელტა შტამით ინფიცირებულები მკურნალობენ. კლინიკის მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე აღნიშნავს, რომ ისედაც მცირე რაოდენობის მედიკოსები გადაიღალნენ. კლინიკამ ვაკანსია გამოაცხადა, თუმცა ჯერ მსურველი არ ჩანს.

,,გვაქვს საშუალო რგოლის სიმცირე, 24-7-ზე როცა მუშაობ, ძალიან ძნელია" - განმარტავს გიორგი ბარძიმაძე.

კლინიკა იმედი მხოლოდ საშუალო და მძიმე პაციენტებს ემსახურება, შედარებით, მსუბუქი პაციენტებს კი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მკურნალობენ.

| Print |