ჯანდაცვა
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 27,7%-ია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 31 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში 1 184 306 აცრაა ჩატარებული.

მათივე ცნობით, პირველი დოზით ვაქცინირებულია 790 542 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.7%, სრულად ვაქცინირებულია 393 764 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.8%.

ბოლო 24 საათში კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 25 670 ადამიანი აიცრა.
| Print |